Monday, June 28, 2010

როგორი საკონტროლო ჯობია?



1. პროექტის სახელი: როგორი საკონტროლო ჯობია?
2. პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია,დაეხმაროს მოსწავლეს ისეთი სააზროვნო და კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში,რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ პრობლემური ამოცანების გადაჭრაში. ესენია,კრიტიკული აზროვნების,თანამშრომლობის,სამუშაოს ორგანიზების,ინფორმაციისმოგროვების,გადამუშავების,გაანალიზების,პრეზენტაციის უნარებს, აგრეთვესაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ცოდნასა და უნარებს.
3. პროექტის სრული აღწერა: I ეტაპი-საკონტროლო წერის შესახებ კითხვარის შედგენა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა აზრი საკონტროლო ამოცანების შერჩევის,მათი სირთულის დონისა და შეფასების სისტემის შესახებ. II ეტაპი-მოსწავლეთა დაყოფა წყვილებად ან სამეულებად ,რომლებიც ჩაატარებენ გამოკითხვას საკონტროლო წერის შედეგების და რესპოდენტთა შეხედულების მიხედვით
III-ეტაპი-მოძიებული ინფორმაციის დახარისხება რაოდენობრივი მახასიათებლების მიხედვით: ამოცანათა ოდენობა,მათი შესაფასებელი უმაღლესი ქულები,საშუალო ქულა,სტანდარტული გადახრა,სიხშირეთა ცხრილები,დიაგრამების შედგენა კომპიუტერზე და ყველაზე მისაღები საკონტროლო ვარიანტის შემუშავება
4. მონაწილეთა ასაკი: 16–17 წელი
5. პროექტის ხანგრძლივობა: 1 კვირა
6. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ მონაცემების შეგროვების,გადამუშავების,წარმოდგენის,კრიტიკული აზროვნების,ჯგუფური მუშაობის, უნარ–ჩვევები, შეეძლებათ საინფორმაციო ტექნოლოგიების ელექტრონული ინსტრუმენტების გამოყენებით ინფორმაციის მათემატიკური და სტატისტიკური დამუშავება. მოსწავლეები შეიმუშავებენ საკონტროლო დავალებების შედგენისა და შეფასების ისეთ სისტემას, რომელიც უკეთ ასახავს მათი ინტერესებსა და შესაძლებლობებს.
7. სარგებელი სხვებისთვის: ობიექტურად შესრულებული ეს დავალება უთუოდ გამოადგება მასწავლებელს საკონტროლო სამუშაოების შედგენისას.
7. სამუშაო ენა: ქართული
8. მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ არის
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: (ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათემატიკა).
მათ. XI .12 მოსწავლე მოიპოვებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემებს
მათ.XI.13 მოსწავლე წარმოადგენს მონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და ახდენს მათ ინტერპრეტაციას
10. პროექტის ფასილიტატორი: გოჩა რაზმაძე
11. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: gocharazmadze@gmail.com